
მამუკა ხაზარაძე და გაერთიანება " ლელო" 4 თებერვლის გლოვის დღედ გამოცხადებას
ითხოვს.
გამოცხადდეს გლოვის დღე და რაც მთავარია, გადაიდოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნა.
“ხელისუფლებისგან მიტოვებული მრავალშვილიანი ფეხმძიმე დედა და უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვები – ჩვენს ქვეყანაში ასეთი ოჯახები, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია და მათზე არავინ ზრუნავს. მთავრობამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარების ის ნაპერწკალიც წაართვა, რომლითაც უბრალოდ არსებობა შეეძლოთ. სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა იყოს, თუმცა დღეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ჩვენ ყოველდღიური ტრაგედიების გარემოში ვცხოვრობთ. ადამიანები იხოცებიან შიმშილით, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოთი და იმის გამო, რომ არ აქვთ ელემენტარული საარსებო პირობები. მახინჯი სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გამო მიდიან ყველაფერზე, რათა საკუთარი შვილები მაინც გადაარჩინონ”, – წერია განცხადებაში.