-
2015-11-02 00:55
"თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი საგარეჯოში გამართულ შუალედურ არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა.
"ყველამ დაიმახსოვრეთ ეხლა რასაც დავწერ - დასქრინეთ, დააკოპირეთ და კარგად შეინახეთ და გადაუგზავნეთ თქვენს უფროსებს კიდე ( ინტრიგნებო და სპეკულიანტებო)
--- ის რაც მოხდა გუშინ საგარეჯოში იქნება მონაგონი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გუშინ თუ მხოლოდ ერთი რაიონი აფეთქდა და ამან კინაღამ შეიწირა ზოგის თანამდებობა 2016ში აფეთქდება 50 ასეთივე ნაღმი! და მერე გვიანი იქნება!
მერე აღარ და ვეღარ დაგიცავთ ვერავინ! მე უბრალოდ გული მწყდება რომ ამხელა გასაქანი მიეცა მაინც და მაინც იმათ ვისაც საქართველოში ყველაზე ნაკლები რეიტინგი ჰქონდათ! ერთი ქალის ამბიციებმა კონსტიტუცია გააუპატიურა!
ხალხი ყველაფერს აიტანს - უფულობას შიმშილს უშუქობას უგაზობას დანგრეულ გზებს მაგრამ ტყუილს და უსამართლობას არა!", - წერს სადღობელაშვილი "ფეისბუქზე".