
იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდა, საგარეჯოს ამომრჩეველი რომ ყოფილიყო, "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეკითხვებს სვამს და თავად პასუხობს:
"რას ვიზამდი, საგარეჯოში რომ ვცხოვრობდე?
1. წავიდოდი თუ არა არჩევნებზე? - კი, ყოველთვის მივდივარ.
2. გადავხაზავდი თუ არა ორივეს? - არა, პრინციპულად არ ვიქცევი ასე არასდროს. ნუ, ორივე ინაშვილი რომ ყოფილიყო ბიულეტენში, ალბათ მაშინ კი
3. ვის შემოვხაზავდი? - გულში შევუკურთხებდი ყველას, ვინც სასურველი კანდიდატის გარეშე დამტოვა და მერე შემოვხაზავდი ხიდაშელს.
4. და მთავარი, თუ არჩევნები გაყალბდა ხელისუფლების მიერ, აუცილებლად დავიცავდი ინაშვილის ინტერესებს.
ესაა ჩემი კომენტარი".