
"ახალი პოლიტიკური ცენტრის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერებს გვარამია-სააკაშვილისა და სააკაშვილი-ბოკერიას მონაწილეობით.
"რკინის კონსტრუქციები", "ბოევიკები", "გაისროლონ", "ასე თუ მივიქცევთ ყურადღებას", "რევოლუციური სცენარით უნდა წახვიდეთ" -ინსტრუქტაჟის ტონი.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსთავი 2-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა. ძალიან უნდა გინდოდეს ივანიშვილის გამარჯვება, რომ ასეთი რამ მისცე ხელში.
რუსთავი 2 უნდა გადარჩეს როგორც კრიტიკული არხი. ამ ჩანაწერების გამოდება სწორედ კრიტიკულად განწყობილი არხის განადგურებას ისახავს მიზნად საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების გზით. მეტს არაფერს.
უკანონო მოსმენებზე - ახალი არაფერი, ისედაც ვიცოდით.
იმედია ჩვენი წამოსვლის მიმართ არსებულ კითხვათა ნაწილს მაინც გაეცა პასუხი", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.