-
2015-10-27 22:04
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქზე" ხუმრობით შეხვდა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დედაქალაქში მგლების ხროვა გადაიღეს. მასალას თან ფოტოც ერთვოდა.
როგორც ცნობილია, სოციალურ ქსელში საყოველთაო დაცინვისა და მხიარულების მიზეზია წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე სხვადასხვა ჭორების გავრცელება, მათ შორის, ბაჩო ახალაიას შესახებ გავრცელებული ჭორი, რომ მას აივანზე მოშინაურებული მგელი ჰყავდა დაბმული და ღამღამობით უშვებდა.
ანი ნადარეიშვილმა "ფეისბუქზე" თბილისში მგლების ხროვის აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თანდართულ ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა და ხუმრობით მიაწერა: "აბა, აივანზე არ გამიჩერეთ, და..."
