
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტვ "იმედის" ეთერში გასულ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება.
"დასკვნა პირველი: მხოლოდ რუსთავი 2ს უყურებს;
დასკვნა მეორე: მხოლოდ რუსთავი 2 აინტერესებს;
დასკვნა მესამე: რუსთავი 2თან დაკავშირებით მიმდინარე ყველა პროცესში უშუალოდაა ჩართული;
დასკვნა მთავარი: ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია", - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქზე".