დავით ზურაბიშვილი: სანამ რამეს წამომაძახებთ ნაცებზე, პირი გამოირეცხეთ ყველამ

Image

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ე.წ. კასრების ვიდეოს" გავრცელებას ეხმიანება და წერს, რომ მათი გავრცელების გამო ხელისუფლების მისამართით გაჩენილ ეჭვებს საფუძვლიანი გამოძიებით უნდა გაეცეს პასუხი. 

 

"პატიმრის წამებისა და გაუპატიურების კადრების თაობაზე მინდა მოგახსენოთ რამდენიმე სიტყვა.

 

ა) ნუ ავრცელებთ ამ კადრებს. ბავშვები ნახულობენ, ბოლო-ბოლო.

 

ბ) ეს ის კასრიდან ამოღებული ცნობილი კადრებია, ადრე რომ აჩვენეს ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს და მერე ოფიციალურად გაანადგურეს. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ შსს დაიწყებს გამოძიებას, თუ საიდან მოხვდა ეს კადრები არცთუ ცნობილ უკრაინულ საიტზე.

 

გ) ეს გამოძიება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა საკმაოდ ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს კადრები გავრცელებულია თავად უშიშროების სამსახურის მიერ და წარმოადგენს ერთგვარ პასუხს ენდიაის კვლევების პუბლიკაციაზე, ("ნაშ ატვეტ ჩემბერლენუ"-ს ვარიანტში). ვფიქრობ ხელისუფლება ვალდებულია როგორც პოლიტიკურად, ისე წმინდა მორალურადაც, დამაჯერებელი პასუხი გასცეს ამ კითხვაზე.

 

დ) დიახ, ხელისუფლება ვალდებულია, რადგან თვით უმცირესი ეჭვის მიზეზიც კი არ შეიძლება არსებობდეს ამ სიტუაციაში. ასეთი მეთოდებით პოლიტიკური ოპონენტისადმი სიძულვილის გაღვივება (ვინც არ უნდა იყოს ის ოპონენტი) არის ყოვლად სამარცხვინო, მდაბალი და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უკადრისი საქციელი. ამიტომაცაა ვალდებული ხელისუფლება პასუხი გასცეს ბრალდებას. დამაჯერებელი და სარწმუნო პასუხი.

 

ე) ასეა ეს და ძალიან გთხოვთ არ დამიწყოთ ახლა "ნაცები ხალხს რო აუპატიურებდნენ ის როგორ იყო" და ეგეთი კრეტინობები. მასეთი ამაზრზენი ფაქტები რომ ხდებოდა ნაცების მმართველობისას და ასეთი ჯალათების გაპრავება-დასაქმებაზე რომ იყო მთელი სახელისუფლო რესურსი მობილიზებული, იმიტომაც ვებრძოდი იმ ხელისუფლებას, არ ვიყავი იმ ბრძოლაში უკანასკნელ რიგებში და ბარე ორ კლავიატურის ვირთხას, დღეს რომ გალომდა და გავაჟკაცდა, არ უბრძოლია ჩემი მეათასედიც. ამიტომ სანამ რამეს წამომაძახებთ ნაცებზე, პირი კარგად გამოირეცხეთ ყველამ. ეს ისე, პრევენციისთვის.

 

და ბოლოს: კატეგორიულად მოვითხოვ, რომ პროკურატურამ და შსს-მ აუცილებლად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, არიან თუ არა დასჯილი ის ჯალათები, ვინც ფიგურირებენ ამ ჩანაწერში".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !