თენგიზ გუნავა: ზუგდიდში ბიძინას "დაჩა" უკეთ გამოჩნდება, თუ როგორაა საქმე?

Image

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერი, სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლის პირდაპირ, ყოფილი სტადიონის ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილი 20 მილიონის ჩადებას და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას აპირებს.

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ზუგდიდში ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა და მას მეგზურობას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი უწევდა. უფრო ადრე, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, დაახლოებით იმავე ადგილას, სადაც ახლა სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, ზუგდიდის საზოგადოება შეეწინააღმდეგა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აგების იდეას, რის გამოც პროექტი არ განხორციელდა.

 

იხსენებს რა იმდროინდელ განწყობებს, თენგიზ გუნავა "ფეისბუქზე" წერს:

 

"მოკლედ, ყველაფერს როგორ უკუღმა აკეთებთ?! თუ ადრე მიუღებელი იყო დადიანების სახლ-მუზეუმის მახლობლად სასტუმრო აშენებულიყო, რომელიც არ აშენებულა, ყველამ ვიცით, ახლა რა ხდება: ბიძინას (დაჩა) უკეთესად გამოიყურება თუ როგორ არის საქმე?!

 

მე კარგად მახსოვს ზუგდიდლების უმთავრესი მოთხოვნა, რომ ბულვარი მიერთებოდა მუზეუმის ტერიტორიას და სასახლის ხედი კარგად გამოჩენილიყო, რაც ერთობლიობაში ბრწყინვალე სურათს მოგვცემდა. სწორედაც იმ დროს წარმოიშვა სტადიონის გადატანის საკითხი კომბინატის ტერიტორიაზე (ენგურქაღალდკომბინატის დასახლება, სადაც ახლა სტადიონი შენდება, - რედ.), რაც ხელს შეუწყობდა იმ უბნის განვითარებას, ხოლო ქალაქის ცენტრში კი გვექნებოდა უმშვენიერესი ადგილი სადაც ადგილობრივები და ასევე ტურისტები ისეირნებდნენ, დაისვენებდნენ, დაათვალიერებდნენ და დატკბებოდნენ ჩვენი სავიზიტო ბარათის დადიანების სახლ-მუზეუმის ხედით.

 

არავინ არ არის ინვესტიციის წინაამღდეგი, ეს კარგად უნდა გვესმოდეს, უბრალოდ, კაცურად მაინც თქვით, რამ გადაგაწყვეტინათ აღნიშნული ტერიტორიის გამოტანა?! ასი ქარხნიდან ერთი მაინც აეშენებინა ჯერ თქვენს ბელადს?!", - წერს თენგიზ გუნავა. 

 

ამავე ტემას ეხმიანება საკრებულოს წევრი ანი წითლიძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დამტკიცებულ პროექტებს და ვიზუალს აქვეყნებს, როგორი უნდა ყოფილიყო რეკონსტრუქციის შემდეგ ის ადგილი, სადაც ახლა ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს - ეს პროექტები მოქმედმა ხელისუფლებამ შეაჩერა და მთლიანი გეგმა თავისი შეხედულებისამებრ გადააკეთა, სადაც საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის პროექტიც ჩაჯდა:

 

 

"ეს ფოტოები ზუგდიდის რეკონსტრუქციის გეგმას ასახავს, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაამტკიცა და არსებულმა შეაჩერა. რეკონსტრუქციის გეგმის მიხედვით, გათვალისწინებული იყო ძველი თაობის ზუგდიდლების მოთხოვნა (საზოგადოება ზუგდიდელი, ბ-ნ ოთარ ფაცაციას ემახსოვრება, რამდენადაც მახსოვს ეს შეხვედრა შედგა მაშინდელ გუბერნატორთან და გამგებელთან კონოთეტარ ატრიუმში.

 

ჟურნალისტებს ვთხოვ, ეს ვიდეო მასალა თუ გაქვთ იქნებ გამოაქვეყნოთ) რომლებიც აბსოლუტურად სამართლიანად ითხოვდნენ ზუგდიდის რეკონსტრუქციის გეგმაში გათვალისწინებული ყოფილიყო ზუგდიდის ისტორიული ხედის, დადიანების მუზეუმის გამოჩენა ზუგდიდის ბულვარიდან და არსებული სტადიონის (რომელიც კომუნისტების დროს აშენდა) ცენტრიდან კომბინატში გადატანა.

 

ფოტოებზე ჩანს რეკონსტრუქციის გეგმით გათვალისწინებული სპეციალური ხიდი და როგორი უნდა ყოფილიყო არსებული ტერიტორია.
დღევანდელი მდგომარეობით ამ ადგილას უნდა აშენდეს ბიძინას პირადი „დაჩა“ კაცისშვილმა არ იცის რა პროექტით.
იმედი მაქვს ძველი თაობის ზუგდიდლებს, რომლებსაც ბევრი ამაგი აქვთ ზუგდიდის განვითარებაზე და მისი ისტორიული ხედის შენარჩუნებაზე, ამ ფაქტს უყურადღებოდ არ დატოვებენ და რეაქცია ექნებათ.

 

 

ასევე, სანამ კულტურის სამინისტრო დაამტკიცებს პროექტს და აუქციონი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, გავიგოთ ზუგდიდლების აზრი ამ თემაზე და საკრებულომ აიღოს თავის თავზე საჯარო განხილვები". - წერს ანი წითლიძე.

 

pr1.jpg

pr2.jpg

pr.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !