თინა ხიდაშელი: "ბედნიერი ვარ! 20 წელია, ყოველ დილას, შუადღეს და საღამოს თავიდან მიყვარდება..."

Image

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, სადაც პირადი ბედნიერების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ 20 წელია, ყოველი ახალი დღის დაწყებისას ხელახლა უყვარდება, რაც ძალას მატებს და აბედნიერებს.

 

„სერიიდან მეც ხომ ადამიანი ვარ, ნუ ხანდახან მაინც... 

 

ბედნიერი ვარ. 

 

არც სოციალური სტატუსი, არც პოლიტიკური ფილოსოფიის ერთგულება, თანამდებობა, მეგობრები (უსაზღვროდ მიყვარხართ), შვილებიც კი არა (მიუხედავად იმისა რომ მათთვის სამყაროს შევატრიალებ), არც, არც, არც ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო რაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საინტერესო, ან მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე, რისთვისაც შეიძლება ბევრი დრო და ენერგია დაგვიხარჯავს, ცრემლიც გვიღვრია.

 

სიხარული ბევრია, ბევრი მიზეზით გამოწვეული ამ ცხოვრებაში. ყველას თავისი ადგილი აქვს და სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას. ადამიანების ღიმილიანი სახე, სიკეთის კეთება, ერთი მადლობა ყველაფრად ღირს ამ ქვეყნად.
მაგრამ...

 

ბედნიერება ერთია. One and Only.

 

ის წამი, როდესაც იპოვნი, დაინახავ, მიხვდები, ხელით შეეხები, მუდმივი.

 

თუკი შენი შეგნებული ცხოვრების ნახევარზე მეტი ამაში, ყოველდღიურად თავიდან რწმუნდები სრულიად საკმარისია რომ მთები გადადგა.

 

მე 20 წელია ყოველ დილას, შუადღეს და საღამოს თავიდან მიყვარდება, თავიდან მიხარია, როგორც პირველი პოვნის დღეს, ვხვდები, რომ სანამ ხელჩაკიდებული ვიქნები ვერაფერი მომერევა.

 

ბედნიერი ვარ!

 

ეხლა რამ გამახსენა. არც იუბილე გვაქვს, არც დაბადების დღე, უბრალოდ ახალი დღე დაიწყო და მე თავიდან შემიყვარდა.
დღეს ისე ვარ, აი სამყარო რომ შავია, ირგვლივ არაფერი არ მოძრაობს, ათასი ადამიანი დადის, მათ ნახევარს მაინც უყვარხარ და შენთვისაც ყოველი მათგანი ძალიან ძვირფასია მაგრამ ვერ გშველის, ღრუბლები არ იფანტება.

 

მერე სახლში მოვედი და 10 წუთი ჩაის ჭიქით ხელში და მორჩა, იმედი, სიცოცხლის მიზეზი, ბრძოლის ჟინი, გამარჯვების რწმენა, უკეთესისთვის შრომის სურვილი ყველაფერი დაბრუნდა.

 

აი ასე მარტივად და უბრალოდ.

 

ადვილია იპოვნო ბედნიერება და იყო კარგად, მაშინაც როცა თითქოს არც ერთი მიზეზი არ ჩანს...", - წერს თინა ხიდაშელი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !