-
2015-09-12 14:35
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ უკვე მერამდენედ ხდება, როვა ტვ "იმედი" მის მიერ ჩატარებული ბრიფინგიდან ისე ჭრის სინქრონს, რომ ვერავინ გაიგებს, რას ამბობს.
"უკვე მერამდნედ, ტელეკომპანია იმედი ისე ჭრის ჩემი ბრიფინგიდან სინქრონს, რომ ვერავინ გაიგოს რა მინდა. მეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბრიფინგი თავად ჩავატარე, იმედს რომ ვუყურე ვერ გავიგე რა მინდოდა...
არადა, იმის მიტანა მინდოდა მაყურებლამდე, რომ მელიორაციის დეპარტამენტმა 6 თვეში მარტო პრემიის სახით 700 000 ლარამდე აიღო...", - წერს ირმა ნადირაშვილი.