
ბოლო დროს ქართულ რეალობაში მყარად დამკვიდრებული სიტყვა "ქოცი", რაც, რეალურად, "ქართული ოცნების" შემოკლებული ვარიანტია და მის მხარდამჭერს აღნიშნავს, "ფეისბუქზე" სხვადასხვაგვარად განიმარტება.
ასე მაგალითად, ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ სულხან საბას განარტებით ლექსიკონში მოხვედრის შემთხვევაში, ეს სიტყვა ასე იქნებოდა განმარტებული:
"ქოცი - ვისაც რუსეთი უყვარს დაფარულად, ან არ სძულს, როგორც მინიმუმ; ვინც რაღაცას ყოველთვის ვიღაცას აბრალებს; ვინც ბოლო ხანებში ამტკიცებს რომ აღარ უყურებს ტელევიზორს, და რომელიც ტყუის, რომ "აწი ჩემი ფეხი აღარ იქნება არჩევნებზე"; ვისავ სააკაშვილის მიმართ პათოლოგიური ზიზღი გააჩნია; ვინც გიჟდება წიგნზე "დათა თუთაშხია"-ზე, ან ფილმზე მაინც; ვინც უყურებს რუსულ არხებს, ესტრადას და სერიალებს; ვინც ამტკიცებს რომ "რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაგვიპყრობს";
ვისაც სჯერა, რომ უმთავრესი ამბები ხდება მის გარშემო, ან მინიმუმ, საქართველოში მაინც; ვისაც სწამს, რომ ამერიკა საქართველოზე ცდას ატარებდა, მაგრამ ჩაუვარდა; ვინც თვლის, რომ უცხოელების შემოშვება ქვეყანაში არ შეიძლება;
ვისაც სჯერა, რომ "ასავალ-დასავალი" პრინციპში სიმართლეს ავრცელებს; ვინც თვლის, რომ ჟვანია მოკლეს; ვინც გაკვირვებულია, რომ გადააგდეს; და ბოლოს, ვისაც ძალიან მოწონს დასავლეთში წარმოებული პროდუქცია, ოღონდ არ უყვარს დასავლეთი, სადაც დადის მხოლოდ "პაეზდკა"-ში".
მამუკა გამყრელიძე კი წერს:
"გუშინ, ერთმა ჩემმა მეგობარმა, ჭკვიანმა და წარმატებულმა ქალბატონმა, ასეთი სენტენცია ჩამომიყალიბა. "ქოცობა" მენტალური ფენომენია და ნიშნავს რაღაც საშუალოს, უსაქმურსა და დებილს შორისო. როგორც წესი, ასეა. ვინც ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს უბრალოდ "ქოცის" ნიღაბს ამოფარებული კონფორმისტია. დარწმუნებუყლი ვარ ქართული ერის ისტორია შემოგვინახავს ამ ფენომენს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად უარყოფითი მნიშვნელობით".