
"ფეისბუქის" ჰიტად იქცა რიგის სამიტზე გადაღებული, ევროპის ქვეყნების იმ ლიდერებისა და პოლიტიკოსების ერთობლივი ფოტო, სადაც ევროპის სახალხო პარტიის წევრი პოლიტიკოსები არიან გამოსახულნი.
ევროპის ლიდერებსა და ცნობილ პოლიტიკოსებს შორის მიხეილ სააკაშვილი და დავით ბაქრაძეც არიან. ფოტოს ირონიული კომენტარები მოჰყვა. ერთერთმა მომხმარებელმა ის ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე გააზიარა და იკითხა: "უი, მგონი თქვენ ამ კაცს ეძებთ, არა? მგონი, ვიპოვე, აგერ, მერკელის უკან, ჯილდო რამდენია?".