
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის მეუღლე პატრულ-ინსპექტორმა რუსთაველის გამზირზე საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფის გამო დააჯარიმა.
ლადო ბურდული პოლიციამ მაშინ შეაყოვნა, როცა რუსთაველის გამზირზე გადაირბინა და მიწისქვეშა გადასასვლელით არ ისარგებლა. ჯარიმის ქვითარი ნინო გიორგობიანმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.
"დაჯარიმდა, რუსთაველზე რომ გადაირბინა. ძალიანაც კარგი, აწი გეცოდინება, რომ მიწისქვეშა გადასასვლელით უნდა ისარგებლო", - დაწერა ნინო გიორგობიანმა.
სხვათა შორის, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ლადო ბურდულს აჯარიმებენ. ერთერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ არაერთხელ დააჯარიმეს, როცა მანქანას მართავდა. დაჯარიმების მიზეზი საგზაო მოძრაობის წესების წვრილმანი დარღვევა იყო. ლადო ბურდულს არასდროს უთქვამს პატრულისთვის, რომ მისი მეუღლე ნინო გიორგობიანია.