-
2015-05-11 10:23
რეჟისორი ქეთი დოლიძე „ფეისბუქში“ ეხმიანება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თემას და წერს, რომ მე-12 საუკუნის შემდეგ ქართველი გონივრულად არ მოქცეულა.
„წაიკითხეთ საქართველოს ისტორია, ოღონდ ნამდვილი და მითხართ, როდის იქცეოდა ქართველი გონივრულად მე-12 საუკუნის მერე? როდის? როდის? რა სულ მსხვერპლის მდგომარეობაში გინდათ ყოფნა?
მითხარით, ვინ გამოგიწოდათ ხელი? მე პუტინს 2 წერილი მივწერე, 2004-ში და 2008-ში! თქვენ აქ რა პატეფონებს მიქოქავთ? არავის არ გაპატიებთ აღარაფერს! მიდით და შეაკვდით! წადით უკრაინაში და ბანდერელებს ჩაეხუტეთ! პოლიტიკა გონიერი უნდა იყოს.
ამის ჭკუა არასდროს გვქონია და სულ სხვას ვაბრალებთ! ასეთ ქვეყანასთან ურთიერთობა წარმოუდგენლად რთულია და რადგან ბედმა გარგუნა მისი მეზობლობა, ჭკუა უნდა გეყოს, რომ ყოველთვის ზარ-ზეიმით და 150 სოფლის ჩაბარებით არ შემოუძღვე შენს ქვეყანაში!!!
ააააა!!!!! მარტო რუსები, არა? აფხაზებს უნდათ ჩვენთან? იქნებ კითხოთ, რატომ? ოსები რას გვერჩოდნენ? ვინმე ამაზე დაფიქრებულხართ? სოხუმში მაცხოვრებელი ქართველები აფხაზურად რატომ არ ან ვერ ლაპარაკობდნენ???
ამიტომ მიყვარს გურამ ოდიშარიას "ზღვა, რომელიც შორია"!!!!! და ძალიანაც ვამაყობ, რომ აფხაზებს, თურმე მხოლოდ ჩემთან უნდათ დალაპარაკება, რადგან 1993 წელს მხოლოდ მან და მისმა ქალებმა გამოგვიწოდეს ხელიო!!!! მორჩით და ჩემს შეურაცყოფას არავის შეგარჩენთ!!!!“, - წერს ქეთი დოლიძე.
