-
2015-05-08 15:41
საპარლამენტო უმცირესობის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელ
"ფეისბუქში" წერს, რომ ორი დღეა, პრემიერის გამოსვლას და მის "დამხეცებულ" მოძრაობებს უყურებს.
"ორი დღეა ვუყურებ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც კითხულობს ცუდ ტექტს, რომლის შინაარსიც არ ესმის, იგივე ტექსტი უკვე ორჯერ აქვს იგივე ტრიბუნიდან წაკითხული, და ხელებით იმეორებს "დამხეცებულ" მოძრაობებს, რომლებსაც წინა ორ მოსვლაზეც იმეორებდა... და მახსენდება "ჩემი ხელით გაზრდილი შავი სკატი".
შეგახსენებთ, ეს ფრაზა საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა გადაცემაში "მშვიდობით, იარაღო", როცა წამყვანის შეკითხვაზე: "მართლა გყავთ ზვიგენი?" უპასუხა.