ნათია ფანჯიკიძე: თირკმლიდან ფილტვამდე გამფატრეს და 18 ნაკერიც „საპოჟნიკივით“ მიმამაგრეს

Image

ფსიქოლოგი, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქში“ წერს, რომ ცოტა ხნის წინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს და სჭირდებოდა თუ არა ეს, ცოტა ხანში გაიგებს. ამასთან, ფანჯიკიძე ყველას მოუწოდებს, ათასი კითხვა დასვან, „სანამ დასაკლავი საქონელივით“ დაუწვებიან ქირურგის დანას. 

 

„ეს ამბავი ერთი კვირის წინ შემემთხვა და დაწერას არ ვაპირებდი, ვწერ იმიტომ, რომ დღეს ერთ ჩემს ახლობელს მსგავსი სიტუაცია ჰქონდა, ექიმმა შეჭყიტა მის პრობლემას გამჭრიახი თვალით და არანაირი "ზედმეტი" კვლევა საჭიროდ არ ჩათვალა, ისე დაუგეგმა ოპერაცია. ენდო თავის ოქროს ხელებს და გრანდიოზულ გამოცდილებას, ალბათ მესამე თვალსაც, რომელიც, როგორც ჩანს, ყველა თანამედროვე ტექნოლოგიაზე სანდოდ მიაჩნია. 

 

 

მოკლედ, ძალიან ფრთხილად იყავით და არ ენდოთ ექიმებს, რომლებიც სწრაფი რეაქციით და ხშირად თქვენი მზადყოფნის და თანხმობის გარეშე წყვეტენ თქვენი სხეულის ბედს, ავტორიტარული და თანაც ხშირად ბრაზიანი ტონით და ქმედებით. ჯერ დასვით ასიათასი კითხვა და მხოლოდ ამის მერე გაწექით დასაკლავი საქონელივით.

 

ერთი კვირის წინ, სანამ გონში ჩავვარდებოდი და რამეს "ზედმეტს" ვიკითხავდი, გამფატრეს. თირკმლიდან ფილტვამდე სიგრძის ჭრილობა დამასვეს და ზედ კოხტა 18 ნაკერიც მიმამაგრეს, აი ისეთი, ძველ ფეხსაცმელს რომ გაკერავ რუდუნებით თავმოყვარე საპოჟნიკი. რატომ გამჭრეს, იყო თუ არა საჭირო ამხელა ტრავმა, ერთ კვირაში გავიგებ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, მთავარი ის არის, რომ გადაწყვეტილების მიღების შანსი არ მომცეს. არანაირი გადაუდებელი შემთხვევა ეს არ იყო და სრული უფლება მქონდა, აუცილებელიც რომ ყოფილიყო ფატვრა, ერთი დღე მაინც დავფიქრებულიყავი, მინდოდა საერთოდ ეს ამბავი, თუ არ მინდოდა. 

 

არანაირ დეტალს, გვარებს, სახელებს და ა.შ. არ ვასახელებ. ვითვალისწინებ რა, რომ მათ ჩემთვის ცუდი არ უნდოდათ. პირიქით, თვლიან, რომ მიშველეს. უბრალოდ მინდა ვთქვა, სოციალური რეფორმა გადასარევია, - ამ სტრესში ფულიც რომ გადამეხადა, უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ ჯანდაცვის სფეროში თუ სტანდარტები მკაცრად არ იქნება დაწესებული, ელემენტარულად ოპერაციის წინ წნევის გაზომვა მაინც თუ არ იქნება სავალდებულო, მუქთი კუბო ნაკლები შეღავათია.

 

სუდარაში გახვეულიც რომ დამკრძალონ, სულ არ ვარ პრეტენზიული, უსინდისო ვიყო, თუ ვიწუწუნო. აგერ არა ხართ? რომ მოვკვდები, ჩემს ხმას თუ გაიგებთ, გამახსენეთ, აკი მუხა არ გინდოდაო? 

 

ჩემი ძალიან დიდი თხოვნა და სურვილია, ამდენი კეთილი საქმის კვალდაკვალ, იქნებ ჯობდეს, ფინანსდებოდეს მძიმე და ხარჯიანი შემთხვევები და ფინანსდებოდნენ განსაკუთრებით ღარიბი ოჯახები სრულად, დანარჩენ შემთხვევაში, ვისაც გადახდა შეგვიძლია, ელემენტარული საჭიროებებისთვის თანხა თვითონ გადავიხადოთ და მოხმარდეს ეს რეანიმაციების აღჭურვას, მორფოლოგიის დახვეწას, რაიონების კლინიკებში აპარატურის შეტანას, მერე ამ აპარატურის მოხმარების სწავლებას, სტანდარტის დანერგვას და ა.შ.“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !