დავით ნიკურაძე: „ადამიანები „მედიაექსპერტები“ როგორ ხდებიან?“

Image

„რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი, კომპანიის აშშ-ის ბიუროს ხელმძღვანელი დავით ნიკურაძე ინტერესდება, რა დამსახურების გამო ხდებიან „მედიაექსპერტები“ ადამიანები, რომლებსაც ერთი დღეც არ უმუშავიათ ახალ ამბებში.

 

„იცით რა მაინტერესებს... ადამიანები "მედიაექსპერტები" როგორ ხდებიან? მე, მაგალითად, 1992 წლიდან ვმუშაობ. ჯერ კიდევ სტუდენტობამდე, სკოლის მოსწავლე, შტატგატრშე კორესპონდენტად ვმუშაობდი სხვადასხვა გაზეთში, შემდეგ იყო საინტერესო წლები პირველ არხზე, ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად. უკვე 17 წელია პროფესიონალების და არაჩვეულებრივი კოლეგების გვერდით ვმუშაობ ყველაზე რეიტინგულ და პოპულარულ ტელევიზიაში, აქედან 12 წელი, ამ ტელევიზიის ახალი ამბების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე - ვაშინგტონის კორესპონდენტად.

 

გაშუქებული მაქვს უამრავი ისეთი საინტერესო მოვლენა, ნებისმიერი ჟურნალისტი რომ იოცნებებდა. დაწყებული ერაყის და ავღანეთის ომებით, დამთავრებული ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებით. ე.წ. "პარკეტულ" გადაღებებზეც ვყოფილვარ, ნატოს სამიტებზე, დავოსის შეხვედრებზე თუ "ოსკარების" გადაცემის ცერემონიალზე, "სატირალშიც" მიმუშავია, რომის პაპის, მაიკლ ჯექსონის თუ უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების დროს, ჯავშანჟილეტითაც დამიძინია მანქანაში და "კატრინასგან" განადგურებულ ნიუ ორლეანშიც გამითენებია ღამეები ღია ცის ქვეშ, თავის შესაფარებელი ადგილი რომ არ იყო დარჩენილი.

 

ურთულეს, სტრესულ სიტუაციაშიც ვყოფილვარ, ბრეივიკისგან მოკლული ბავშვების მშობლების გვერდით, ოსლოს პროზექტურაში და ატლანტის ოკეანეში ნავით შემოსული ქართველი მიგრანტებისთვისაც მიდევნია კანადის ჰალიფაქსის სანაპიროებთან. ამერიკის პრეზიდენტთანაც ჩამიწერია თეთრ სახლში ექსკლუზიური ინტერვიუ და ნორვეგიის პრემიერთანაც, სწორედ ოსლოს ცნობილი თავდასხმის დღეებში.

 

ვთვლი, რომ პირნათლად შემისრულებია პროფესიული ვალი: ცხვირით მიწა მომიხნავს და ინფორმაცია მომიტანია. მსოფლიოს უდიდესი სამაუწყებლო კორპორაციების ტრენინგებიც გავიარე და საკუთარი მონდომებით და გამოცდილებითაც ბევრი რამ ვისწავლე.

 

ხომ ვერ მეტყვით, მე რატომ ვერ გავხდი ექსპერტი მედიის საკითხებში და რა ნიშნით გახდნენ სხვები, მასწავლებლის ტონით რომ გვიკითხავენ ლექციას მე და ჩემს კოლეგებს პროფესიონალიზმზე? რატომ აქვს იმ ადამიანების აზრს მნიშვნელობა, ერთი დღეც რომ არ უმუშავიათ ახალ ამბებში?

 

პასუხი თავადვე ვიცი: ჯერ ერთი, ვთვლი, რომ შემდგარი ჟურნალისტი ვარ და მეორეც, მახათის გაყრა არ მყვარებია არასდროს *ვერში“, - წერს დავით ნიკურაძე „ფეისბუქში“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !