-
2015-05-04 23:16
ნინია კაკაბაძე „ფეისბუქში“ წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კულტურის მუსაკების შესყიდვა წლების წინ დაიწყო და 2012 წელს გამოიყენა, ახლა კი ახალი გზა მოძებნა და შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ, როგორ იყიდებიან ადამიანები.
„მოკლედ, სანამ ჩვენ ივანიშვილის კრეტინიზმებზე ვიცინით, ის ამ დროს მუშაობს. კულტურის მუშაკების შესყიდვა წლების წინ დაიწყო და კარგადაც გამოიყენა 2012 წელს, (და მანამდეც) ახლა მიხვდა რომ მხოლოდ ამ ხალხით ვეღარ გადის ფონს.
ახალი იდეოლოგიის ჩამოსაყალიბებლად, საკუთარი ნაგვობების გასაპრავებლად, საკუთარი ე.წ. ინტელექტუალთა ელიტა სჭირდება. ამიტომ შექმნა 20/30, ამიტომ აქვს ტელევიზია, საკუთარი გადაცემა და ა.შ. ამ შემთხვევაში რომ პირდაპირ გადახდილი ხელფასები არ გაჭრის ხვდება, ამიტომ ძველ და აპრობირებულ ხერხს მიმართა: პატივისცემა, კაი სამუშაო ადგილი, კაი ანაზღაურება "კარგად" შესრულებულ სამუშაოში, სხვადასხვა პრივილეგიები და ა.შ.
ჩვენ ამ დროს მხოლოდ ის შეგვიძლია ვიცინოთ ივანიშვილზე და დავაკვირდეთ, როგორ იყიდებიან ადამიანები“, - წერს ნინია კაკაბაძე.