-
2015-03-21 11:29
"ტაბულის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, "თეორემის" წამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი 21 მარტის აქციას ეხმიანება და ასახელებს მიზეზს, რის გამოც მიდის აქციაზე.
"19 აპრილის მიტინგის წინ ერთმა წარჩინებულმა ქოცმა თქვა, მარტო ჰომოსექსუალები და სომხები მიდიან ენმ-ის მიტინგზეო და გამოვცხადდი მეც - როგორც სომეხი ჰომოსექსუალი.
21 მარტის მიტინგის წინ, ბატონმა ბიძინმა განაცხადა, რომ მოძალადეები იკრიბებიან. წავალ მეც - როგორც მოძალადე.
რას ვაპროტესტებ? გაჩერებულ ქვეყანას რომელიც ველოსიპედივითაა, თუ წინ არ მიდიხარ - ძირს ეცემი.
მთავრობა პედალს ვერ აგნებს - მთავრობა უნდა გადადგეს.
ასეც მოხდება - ჩვენი პროტესტი, რომელიც დღეს დაიწყება, მთავრობის გადადგომით დასრულდება, არჩევნებამდე სხვა მთავრობა მიგვიყვანს."