
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის თქმით, ეკონომიკის სფეროში და აქედან გამომდინარე საზოგადოების ყოფიერებაშიც მთავარი დრამა წინ გველის.
„დაიხურება ბიზნესები, შესაბამისად შემცირდება სამუშაო ადგილები.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება პატარა საწარმოები, წვრილი ბიზნესი, ვაჭრობა. დაიკეტება უამრავი მაღაზია.
გაუჭირდება მსხვილ ბიზნესსაც და დაიწყებს ხელფასების შემცირებას, ან თანამშრომლების დათხოვნას. ბიზნესს შეუმცირდება გაყიდვები.
ეს ნიშნავს, რომ შეუმცირდება მოგება, აღარ ექნება ინვესტირების უნარი და დაეკარგება განვითარების პერსპექტივა.
მეორე მხრივ, შემცირდება ბიუჯეტის შემოსავალი და საჭირო გახდება მისი კორექტირება. მოიმატებს ფასები, და არამარტო იმპორტულ საქონელზე, რაც გამოიწვევს ადამიანების გაღარიბებას. მთავარი ეკონომიკური დრამა წინ გველის“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მოდი და ნუ დაუჯერებ... რომან გოცირიძე დეკემბრის დასაწყისში პროგნოზირებდა, ახალი წლის მერე დოლარი ისე გაიქცევა, ვერ დავეწევითო და დავეწიეთ?
სამუშაო ადგილების შემცირებაც დაიწყო და რაღა აკლია დრამადე... თუ ვინმემ იცით სად გავიქცეთ, არ დაგვიმალოთ, გაამხილეთ...