-
2015-03-20 09:39
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გივი თარგამაძე ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო განცხადებას ეხმიანება. შეგახსენებთ, პრემიერმა პროკურატურას დაავალა გამოიძიოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლისა და გივი თარგამაძის შეთანხმებული მოქმედების დეტალები.
პრემიერის განცხადებას საპასუხო რეაქცია მოჰყვა როგორც უმცირესობაში, ასევე უმრავლესობაში. გივი თარგამაძემ გნაცხადა, რომ პოლიციელი მას, როგორც ნდობის ჯგუფის წევრს, ინფორმაციას აწვდიდა, უმრავლესობიდან კი მას უპასუხეს, რომ ნდობის ჯგუფის წევრა არა აქვს უფლება, ასე პირდაპირ გაასაჯაროვოს ფაქტები.
მოგვიანებით კი გივი თარგამაძემ "ფეისბუქში" დაწერა: "ვაიშვილოჰაკიმ, ბატატუნა, ჩემი დაჭერა გინდა? პლასტმასის ბიძინა არ გინდა?.."