-
2015-03-16 01:48
"ეს გახლავთ, კუსტარული და სახელდახელო გადაცემის „Я помню вашу გადაცემუ"-ს ქუდი", - წერს პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის გადაცემის დაანონსებისთანავე განაცხადა, რომ კონტრგადაცემა-გამოხმაურებას გააკეთებდა.
გოგა ხაჩიძე წერდა, რომ კუსტარული გადაცემა "ფეისბუქზე" აიტვირთება. შეგახსენებთ, გადაცემის სახელწოდება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერმინისტრობის დროს ჩატარებულ ერთერთ ბრიფინგზე წარმოთქმულ ფრაზას, როცა მან ცნობილ ჟურნალისტს ევგენია ალბაცს მიმართა ფრაზით: "ია პომნიუ ვაში გადაცემა".