-
2015-03-14 14:45
ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან სამართალდამცავ ორგანოს მიმართავს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მოაწილეთა დაკავებასთან დაკავშირებით.
„თქვენ დააკავეთ და დააჯარიმეთ ადამიანები, რომლებიც ქუჩებში წერდნენ - „გადადგეს ივანიშვილის მთავრობა. 21 მარტი.“
ახლა ამიხსენით, რატომ არ აკავებთ ადამიანებს, რომლებიც დღეს, გივი თარგამაძის სახლში მივიდნენ და არა მხოლოდ მის, არამედ მეზობლების კედლებზე ნაცისტურ სიმბოლიკას ხატავდნენ.
დანაშაულის შესახებ ინფორმირებულები ხართ. გაშუქდა.
ხვალ ტაბულადანაც დაგირეკავთ და მოგთხოვთ ახსნა განმარტებას შერჩევითი მართლმსაჯულების ამ სანიმუშო მაგალითის შესახებ.
ცხადია ვერ ახსნით.
ცოტნე ცოტაშვილი როგორც იტყოდა - სიმართლეს თქვენ ვერ იტყვით (ხომ არ აღიარებთ, რომ თქვენი ხალხია?), ტყუილი არ გამოგივათ.
თუ ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ და ზოგადად, მომავალში მსგავსი ადამიანების მიმართ, არ მიიღებთ შესაბამის ზომებს, გარწმუნებთ, რომ იდაყვზე იკბენთ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.