"გააგებინე ჯეოსელთან ერთად" კამპანიას "ჯეოსელის" საწინააღმდეგო კამპანია მოჰყვა

Image

"ჯეოსელის" მიერ გამოცხადებულ აქციას GeocellSay - "გააგებინე ყველას ჯეოსელთან ერთად", რომელიც კომპანიის ვებგვერდზე გზავნილების გაგზავნასა და თბილისის ქუჩებში მათ განთავსებას გულისხმობდა, აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

 

გაუგებრობა გამოიწვია ბანერმა რუსული "გეორგიევსკის ლენტებით" და წარწერამ "მე ვამაყობ", რომელიც ვებგვერდზე "ევრაზიული არჩევანის" ადგილობრივმა ლიდერმა ირაკლი ყიფიანმა გაგზავნა. სწორედ მან ატვირთა ბილბორდის ფოტო საკუთარ გვერდზე და დაწერა, რომ მსგავს ლენტებს კიდევ ბევრს პირდება მოსახლეობას. 

 

"ჯეოსელმა" აქციის ფარგლებში შემოსული 16, 280 პოსტიდან თბილისის ქუჩებში 5670 განათავსა. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიას უამრავი ადამიანი დაუკავშირდა, რომლებმაც გულისწყრომა გამოთქვეს "გეორგიევსკის ლენტისანი" გზავნილის განთავსების გამო. რამდენიმე იუზერმა პირდაპირ დაწერა, რომ პროტესტის ნიშნად უარს ამბობს "ჯეოსელის" აბონენტობაზე.

 

გზავნილის განთავსება მით უფრო გაუგებარია, რომ პირობების მიხედვით, არ უნდა გამოქვეყნებულიყო არც სარეკლამო, არც პოლიტიკური შინაარსის გზავნილები. "ჯეოსელში" აცხადებენ, რომ კომპანია არკვევს, როგორ მოხვდა გზავნილი ბილბორდზე. 

 

"ეს ინფორმაცია იგზავნება სიეტლში, სადაც გადის ფილტრაციას, რადგან მათი პროექტია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ჩავრეულიყავით არც ტექნიკურად და პროექტი დაგვეტოვებინა ისეთივე მარტივად, როგორიც იყო. ჩვენთვისაც არ არის კარგი ის, რაც ხდება, მაგრამ დროის ფაქტორია,აუცილებლად გავარკვევთ რა მოხდა. ვცდილობთ გავარკვიოთ, მივიღოთ ზომები, თუ რატომ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია და ამის შესახებ განცხადებასაც გამოვაქვეყნებთ", - უთხრეს "ჯეოსელში" საინფორმაციო სააგენტო "აქცენტს". 

 

baner.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !