
4 მარტს „ვარდების მოედანზე“ აქციის მსვლელობის დროს ნაცემი ფოტოკორესპონდენტი, ირაკლი გედენიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაკავებული ივანე ბეგიაშვილის დედის მიერ მისთვის მიწერილ წერილს აქვეყნებს.
„ირაკლი გედენიძე, შენ ხარ არაადამიანი, სუფთა პროვოკატორი.
წამოიკიდე 20 წლის ბიჭი პროვოკაციაზე და ხარ ახლა კმაყოფილი.
არ შეგრჩება ამ ბავშვის გაუბედურება, რომ გამოჭიმეთ ტელევიზიით კარგი კრიმინალივით, ის არც პარტიის წევრია და საერთოდ, პოლიტიკა არც აინტერესებდა და არც აინტერესებს, შემთხვევით მოხვდა იმ ადგილზე, შენ კი მისი უფლება დაარღვიე იმით, რომ გითხრა ნუ მიღებო და მაინც არ მოეშვი, გამოიყვანე მდგომარეობიდან.
ხომ ხედავდი მთლად ახალგაზრდა იყო და გამოუცდელი, 20 წლისაა და მისი ჩხუბი დიდი ხანია არ გამიგია და არ შევსწრებივარ, სადაც გინდათ იქ გაიკითხეთ, მაგრამ თვენ ხომ პროვოკატორები ხართ.
შენი თამადობით აგყვნენ ეს ვაი-ჟურნალისტები და დაუდეთ პოლიტიკური სარჩული, ამ დროს არანაირი პოლიტიკა აქ არაფერ შუაში არ არის, ეს შენც კარგად იცი.
20 წლის ასაკში შენ არ გიჩხუბია? ან ეხლა შეგებრუნებინა ხელი.
თუ გაწყობდა, რაც მეტს დაგაზიანებდნენ, მით უფრო კარგად გამოიყენებდი.... ამხელა კაცს შეგრცხვეს ფუუუი" - წერს ბეგიაშვილის დედა.
შეგახსენებთ, რომ გედენიძე „ვარდების მოედანზე“ იღებდა აქციას - "შემოულაწუნე", როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.