
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჩახავამ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.
არსებული ინფორმაციით, იგი დავით ნარმანიას კადრი იყო.
თბილისის საკრებულოს ფრაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძეჩახავას გადადგომას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, მერიის ადმინისტრაციის უფროსი თავისით არ წასულა, იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„ნაკლებ სავარაუდოა მარგიშვილივით გაგდების საზეიმო სცენარი დაუწერონ. ნაწილ-ნაწილ იპარებიან მერიიდან. უბრალოდ, ამასობაში ქალაქში ყველაფერი პარალიზებულია", - წერს ირაკლი აბესაძე.