
მსახიობი, გიორგი ნაკაშიძე „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიაზე ჩაძინებულ მიშა მესხთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:
„48 საათი გზაში იყო!
ბევრი სულელური მიზეზის გამო და ცერემონიალზე ყველა თავისუფალ წერტილში დალევას სთავაზობდნენ, მოხიტო დალია ოთხი ჭიქა.
აბა მიშა, რისი მიშაა. მერე „ოსკარს“ დაესიზმრა მიშა!
მე ვფიქრობ, რომ მიშას ეს მდგომარეობა „ოსკარის“ ქრონიკის ერთ-ერთი დაუჯერებელი ფოტო იქნება.
ჩემი თხოვნაა მსახიობის ცოტა ბუნებრივად გიჟ არსებას, არ უნდა მოთხოვოთ ბანკირის საქციელი!
ყველას უდიდესი მადლობა თანადგომისთვის! მთელი ჩვენი შინაგანი სურვილი გაჟღენთილი იყო საქართველოზე და ჩვენ თანამემამულეებზე.
სიხარულით რომ აგვეღო მთავარი პრიზი, მე წარმომიდგენია, რომ ასეთ შემთხვევაში "დინამო" თასების მფლობელი რომ გახდა, ჩვენი საყვარელი ქალაქი,იმ ყველაფერს თავიდან განიცდიდა, მაგრამ ფინალში პენალტი წავაგეთ, რაც თქვენ თვითონაც იცით, როგორი დიდი ტკივილია ჩვენთვის, მაგრამ ვერცხლის ჯილდოს ნომინაცია მივიღეთ!
ჩვენ ეს შევძელით! გილოცავთ! ცხოვრება მშვენიერია! იფიქრეთ, რომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე გულით და დიდი უანგარო სიყვარულით ვაკეთოთ...“.