
მომღერალი თეონა კონტრიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ელა ფიცჯერალდის პროპაგანდას ეწევა და გოგონებს ურჩევს XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზ-მომღერლის სიმღერებზე მიიღონ აბაზანა.
„ძვირფასო გოგონებო! თუკი ამ ალბომის ფონზე თქვენ აბაზანა არ მიგიღიათ, არ იცით რას ნიშნავს ნამდვილი ქალურობა...
ელა, ელა და მხოლოდ ელა აღვიძებს ქალის ბუნების ისეთ ინტიმურ მხარეს, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენთ.
ვაუ! ორგაზმის განცდაა... მილიონჯერ“, - წერს კონტრიძე.