-
2015-02-25 15:41
მას შემდეგ რაც „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ჩაძინებული მიშა მესხის ფოტომ მთელი სოციალური ქსელი და უცხოური ტელევიზიები მოიარა, „ფეისბუქში“ მიშა მესხმა ახალი ფოტოკოლაჟი განათავსა.
„როგორც იქნა, ჯიგრებო, გავიღვიძე.
ძალიან გული დამწყდა, რომ ოქროს ბიჭი ვერ ჩამოგიტანეთ, მაგრამ რას იზამ, ცხოვრებაა ასეთი, ხან გაგიმართლებს, ხან ვერა.
ძალიან მიყვარხართ, არ ვიცი ბოდიში მოსახდელია თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდოდა გამეხარებინა ჩემი ერი.
როგორც ბაბუაჩემი ახარებდა ჩვენს პატარა ერს, ანდა თუნდაც ჩვენი დინამოს 1981 წლის თასების თასის გამარჯვების დროს, რადგან მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ჩვენ სამ მილიონიან ქვეყანაში, თუნდაც ერთი კაცის გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა.
ვეცდებით რომ შემდეგში ჩამოგიტანოთ ეს ოქროს ბიჭი" - წერს მიშა მესხი.
მსახიობი სოციალურ ქსელში ამერიკაში გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ ქართველ მსახიობებს ლოს-ანჯელესში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერამ უმასპინძლა.

