-
2014-11-30 08:51
ზაზა გაბედავა საქართველოს ყოფილი შს მინისტრის კახა თარგამაძის მიერ კოდორის ხეობასთან დაკავშირებით მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმიანება, სადაც ყოფილი მინისტრი ემზარ კვიციანის ბრალეულობაზე საუბრობს. გაბედავა წერს, რომ თარგამაძეს, რომელსაც უამრავი ცოდვა აქვს, ხმა არ ამოეღება.
-"კახა თარგამაძე, რა უსინდისო არსება ხარ! შენ რომ ვინმეზე იტყვი დამნაშავეაო, ხომ სასაცილოა, ერთი მითხარი, თარგამაძე, საიდან შენ, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ამდენი მილიონობით დოლარები? მეორე- არაკაცურია შევარდნაძის ცოდვებზე ახლა რომ ლაპარაკობ, პრეზიდენტი რომ იყო კარგად იყავი შემძვრალი და საქართველოს ფულებს იპარავდი.
მესამე- ცხონებული გოჩა ესებუას მკვლელობა შენს კისერზეა, რაზედაც პასუხი უნდა აგო! ასე რომ, სანამ სხვის ცოდვებზე ილაპარაკებდე, ჯერ შენს ცოდვებზე, მექრთამეობაზე და მკვლელობებზე მოგვიყევი! ემზარ კვიციანზე შენ ხმა არ ამოგეღება! გაიხსენე რამდენი ფული მოიპარე საქართველოდან, ხალხის ფული!", - წერს ზაზა გაბედავა.