-
2014-09-07 22:59
უკრაინა იძულებული გახდება, დონბასში საომარ მდგომარეობა გამოაცხადოს იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შესრულდება, - ამის შესახებ უკრაინის რადას მიერ პრემიერმინისტრად დანიშნულმა არსენ იაცენუკმა განაცხადა.
"თუკი არსებობს სამშვიდობო შეთანხმება და მას იცავს რუსეთი, თვალყურს ადევნებს ევროკავშირი და ეუთო და რეალურად, ცეცხლი შეწყვეტილია, რასაკვირველია, ვერაფერი გვექნება ამის საწინააღმდეგო, მაგრამ თუკი ცეხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შესრულდება, უკრაინა, უბრალოდ, იძულებული იქნება, საომარ რელსებზე გადაეწყოს", - აღნიშნა იაცენუკმა.