
ქართელი მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობები კატარში არაბულ ენაზე გამოიცა.
ამის შესახებ მწერლის ქალიშვილმა ქეთევან დუმბაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
ქეთევან დუმბაძე თავად გაემგზავრ დოჰაში, რათა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო ლიტერატურულ
ფესტივალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა თარგმანის პრეზენტაცია.
როგორც მწერლის ქალიშვილი აღნიშნავს, წიგნის გამოცემა კატარის ხელისუფლებისა და საქართველოს
საელჩოს თანამშრომლობის წყალობით გახდა შესაძლებელი.
მწერალი ავტორია მოთხპორბების მოთხრობები და რომანები „მარადისობის კანონი", „მე ვხედავ მზეს",
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „თეთრი ბაირაღები", „კუკარაჩა", „ჰელადოსი" და ა.შ.
ნოდარ დუმბაძე 1984 წელს გარდაიცვალა.თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო
ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი
ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.