
საერთაშორისო ემის ნომინატები გამოცხადდა.
საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში ერთ-ერთი ნომინაცია ბრიტანულმა სერიალმა „მაკმაფიამ“ (McMafia) მიიღო. სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. „მაკმაფიას“ კონკურენტები ამ კატეგორიაში ბრაზილიური და გერმანული სერიალები არიან. საერთაშორისო ემის ლაურეატები კი 25 ნოემბერს გამოვლინდებიან.