
ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი გრძელდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მესამე საფესტივალო დღეს დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა. ახლაგაზრდა პიანისტი მსმენელის წინაშე ბეთჰოვენის მე-5 საფორტეპიანო კონცერტით წარდგა ბათუმის ფესტივალის ორკესტრს ცნობილმა იტალიელმა დირიჟორმა, სან-რემოს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯანკარლო დე ლორენცომ უხელმძღვანელა.