-
2019-05-23 13:09
საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა რეზო ჩხიკვიშვილმა განსაკუთრებული პოპულარობა სპეკტაკლიდან
"დარაბებს მიღმა გაზაფხულია" მოიპოვა.
მსახიობს იმ პერიოდში თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავდა. ცნობილია, რომ გოგონების დიდი ნაწილი
სპეკტაკლზე მსახიობის სანახავად მიდიოდნენ.

თავად რეზო ჩხიკვიშვილი, კი სპექტაკლის დაწყებამდე ფარდიდან ცალ თვალს დარბაზში მსხდომ ასობით ლამაზ
გოგონას შეავლებდა; შენ - არა, შენ - არა, აი, შენ! იმ ერთს ირჩევდა, ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა, ფარდას
გადასწევდა და... მთელ სპექტაკლს მისთვის თამაშობდა...