
ამერიკულმა ჟურნალმა W, მსახიობების სია წარადგინა, რომლებმაც რედაქციის აზრით, 2019 წელს კანის
კინოფესტივალზე წარდგენილ ფილმებში განსაკუთრებულად ითამაშეს.
მათ შორის მოხვდა ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელიც ფილმში And Then We Danced თამაშობს.
კანის კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნა, გამარჯვებულები ნამუშევარი 25 მაისს გამოვლინდება.