
ტურისტულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი ქართული მობილური აპლიკაცია, რომელიც მოგზაურებს
ადგილობრივებთან აკავშირებს -
ამის შესახებ თბილისის სტარტაპ ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებლი
გური ქოიავა იუწყება.
„ახალი ქართული მობილური აპლიკაცია Expago არის პლატფორმა, რომელიც მოგზაურებს აძლევს საშუალებას,
aდგილობრივი ექსპერტებისგან უნიკალური, ავთენტური გამოცდილება მიიღონ”.
აპლიკაცია მოგზაურებს სთავაზობს სრულიად ახალ შესაძლებლობას, აღმოაჩინონ საქართველო და მსოფლიო
ადგილობრივების თვალით. პერსონალურ კავშირებსა და ორიგინალურ გამოცდილებას არაფერი შეედრება.
Expago იმუშავებს სწორედ ისეთ ადგილებსა და ტურებზე რომელსაც მოგზაური, ადგილობრივი ცოდნისგარეშე,
ვერსად მიაგნებს.
პლატფორმაზე უკვე ასზე მეტი ადგილობრივი ექსპერტია რეგისტრირებული. ისინი მზად არიან,
მოგზაურებს მოემსახურონ როგორც დღისით, ისე ღამით.
დღის სათავგადასავლო, კულტურული და სპორტული შეთავაზებების გარდა, პლათფორმა საინტერესოა
მათთვის, ვისაც სურს, აღმოაჩინოს თბილისის ღამისცხოვრება Expago ყველაზე მოსახერხებელი მობილური
აპლიკაციაა. Expago-ს დახმარებით, შეგიძლიათ შესანიშნავი ხმის სისტემითა და ვიზუალით გაფორმებულღამის
კლუბებში იცეკვოთ მანამ, სანამ ფეხზე დგომას შეძლებთ, ან ხალხმრავალ პაბებში მიირთვათ კრაფტ ლუდი და მო
უსმინოთ ადგილობრივ ბენდებს. Expago სექსპერტები დაგეხმარებიან, აღმოაჩინოთ ლამპიონებით განათებული ვი
წრო ქუჩები ან ასტრონომებთან ერთად და აკვირდეთ ციურ სხეულებს და ისწავლოთ, როგორ გადაუღოთ ღამის ცა
ს განსაცვიფრებელი ფოტოები.
„Expago-
სგამოყენება საკმაოდ მარტივია, როგორც მოგზაურებისთვის, ისე ადგილობრივი გიდებისთვის. ის ემსახურება ორ
მთავარ მიზანს: ტურიზმის სფეროშიდამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და საერთაშორისო მოგზაურებისთ
ვის (რომლებიც თავიანთ მეგობრებს, ახლობლებს სტუმრობენ ან მარტო მოგზაურობენ)
უნიკალური გამოცდილების შეთავაზებას” - ამბობს გური ქოიავა.
ისიამოვნეთ თბილისის გრძელი დღეებითდა ღამეებით, საიდუმლოებებით მოცულ ატმოსფეროში და შეიგრძენით
ქალაქის რიტმი Expago-სთან ერთად.