
"პრაიმტაიმნიუსისა" და "პირველი რადიოს ცნობით, ნინო ჟიჟილაშვილმა, დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვეს.
არხიდან თეონა გეგელიასა და დიანა ტრაპაიძის წასვლის შედეგად "სუბიექტური აზრი" დაიხურა. ინფორმაციას ნინო ჟიჟილაშვილის წასვლის შესახებ ჯერჯერობით არ ადასტუებს არხის ხელმძღვანელობა, თავად ჟიჟილაშვილს კი საჯარო განცხადება ან კომენტარი ამ თემაზე ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მაესტრო" ვახო სანაიამაც დატოვა.