„არასამთავრობო ორგანიზაციები ქალების მამაკაცებთან დაპირისპირებას ცდილობენ!“

Image

როგორც დეკანოზი დავით ისაკაძე აცხადებს, მამაკაცმა ოჯახში თავისი უპირატესობა სამართლიანობით უნდა მოიპოვოს.

 

 

„მამაკაცის მიმართ ცოლის მორჩილებაში არ იგულისხმება მონობა.

 

უფალი  საოჯახო საქმეებს  მამაკაცსა და  ქალს შორის  ჰარმონიულად ანაწილებს, მაგრამ  საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღებაში უპიტრატესობას მამაკაცს ანიჭებს.

 

ოღონდ ამ გადაწყვეტილებას ქმარი ცოლთან შეთანხმებით უნდა იღებდეს. თუ ეს ჰარმონია ირღვევა, ოჯახიც რღვევის საფრთხის წინაშე დგება.

 

ცოლი არის მამაკაცის საუკეთესო ნაწილი, თავის დროზე ევა ადამის ნეკნიდან შეიქმნა, ანუ ადამის ხორცის ნაწილია, როგორ შეიძლება საკუთარ ნაწილზე  ძალადობა, როგორ შეიძლება მას ისეთი რამ აკადროს კაცმა, რაც მისსავე ღირსებას შელახავს.

 

მამაკაცმა თავისი უპირატესობა ოჯახში იმით კი არ უნდა მოიპოვოს, რომ ქალზე ძლიერია, არამედ თავისი სამართლიანობით!“ - განაცხადა მამა დავითმა.

 

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი დაჩაგრული ქალის დაცვა კი არ არის სულ სხვა რამ არის.

 

„აი, ახლაც, „პროტესტს“ იწყებენ თემით, რომ  ილიას უნივერსიტეტში მოხდა საშინელება, ქმარმა მოკლა ახალგაზრდა  ლექტორი ცოლი და იქვე აბამენ სხვა თემას, რომ ქალები არასაკმარისად არიან წარმოჩენილი ხელისუფლებაში! 

 

დასავლური გრანტებით ნაკვები ეს არასამთავრობოები, მიზანმიმართულად ებრძვიან  ოჯახის ინსტიტუტს და ამ მიზნით წინა პლანზე წევენ ქალთა უფლებებს.

 

არასამთავრობოების ბოროტი მიზნები მარტო ქალის მამაკაცთან დაპირისპირებით არ ამოიწურება, რადგან  მათი მიზანი ოჯახის ინსტიტუტის მოშლაა, ცდილობენ ოჯახში მაქსიმალურად შეიტანონ უთანხმოება და დამატებით – შვილები დაუპირისპირონ მშობლებს.

 

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი თვითმყოფადობა, ნაციონალური იდენტობა და სარწმუნოება შევინარჩუნოთ.

 

საზოგადოება, კი გვერდში იმ ჯანსაღ ძალებს უნდა დაუდგეს, ვინც ასე ფიქრობს და აზროვნებს“, - დასძინა მამა დავითმა.

 

„ასავალ-დასავალი“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !