-
2014-10-27 09:22
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სადარბაზოში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს. ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.
ნაპოვნი ახალშობილი ვაჟია. "რუსთავი-2"-ს მიხედვით, ბავშვი სადარბაზოში იპოვეს, რის შემდეგაც პატრული გამოიძახეს:
"გამოვიხედე გარეთ, მეზობელმა თქვა, მგონი, კატა კი არა ბავშვიაო და მართლაც, გახვეული იყო და შემოვიყვანე სახლში, კნაოდა კატასავით. ვნახე რომ ჭიპლარი არც ჰქონდა მოცილებული, ალბათ, ერთი დღის ბავშვი იყო", - ამბობს ქალი, ვის ბინასთანაც ახალშობილი დატოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვის დედამ სახლის პირობებში იმშობიარა.
ახალშობილი ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.