საქართველოს მთავრობის ლობისტი კომპანია აშშ-ში, პარალელურად, რუსულ კომპანიებს ლობირებს

Image

"პოსტსკრიპტუმმა" მოამზადა სიუჟეტი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებულ ელშეკრულებებსა და გადახდილ მილიონებს ეხება.

 

დოკუმენტში, რომელიც ოპოზიციამ მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლობისტური კომპანიებისთვის გადარიცხული თანხებია ასახული. 4 მილიონ ლარზე მეტი ერთ წელიწადსა და 9 თვეში.

 

ასეთია, საკონსულტაციო მომსახურებისთვის გაღებული ხარჯები, თუმცა ეს ლობისტებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მხოლოდ ერთი ნაწილია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამაში არ შედის მათი საქართველოში ჩამოსვლის, სასტუმროსა და სხვა ხარჯები.

 

მმართველი გუნდისათვის „პატონბოქსის“ ფასი და მომსახურების ხარისხი მისაღები აღმოჩნდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ლობისტური კომპანია საერთაშორისო ტენდერის გარეშე დაიქირავეს, შესაბამისად სხვა კომპანიას არ ჰქონდა საშუალება მათთვის აღნიშნული მომსახურება გაეწია.

 

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ლობისტური კომპანია, რომლის მომსახურებაც საქართველოს ბიუჯეტს უკვე დაუჯდა 4 მილიონ ლარზე მეტი რეალურად არა ქვეყნის, არამედ ქართული ოცნების პარტიულ ინტერეს ემსახურება. ეჭვს ერთი გარემოებაც ამყარებს- ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე „პატონბოქსის“ სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართული ოცნების„ ინტერესებს ლობირებდა.

 

პოსტსკრიპტუმმა კოალიცია „ქართული ოცნება - ბიძინა ივანიშვილის“ მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „პატონ ბოქსისათვის გადარიცხული თანხების დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვა, სადაც ჩანს რომ არჩევნების თარიღის მოახლოვებასთან ერთად იზრდებოდა კოალიციის მიერ ლობისტებისათვის გადარიცხული თანხის ოდენობა.

 

2012 წელს მხოლოდ ერთ ლობისტურ კომპანიას ქართულმა ოცნებამ შვიდი მილიონი ლარი გადაუხადა. ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში „პატონბოქსთან“ ხელშეკრულება უკვე ქართული ოცნების ნაცვლად საქართველოს მთავრობის სახელით გაფორმდა.

 

კახა კუკავა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ლობისტური კომოპანია თითოეული მოქალაქის ჯიბიდან ამოღებული ფულით დაიქირავა და ამისათვის ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. მისი თქმით სწორედ ამ ხელისუფლებამ დაუშვა ასეთი პრეცენდენტი, როდესაც გიგა ბოკერიას წინააღმდეგ ასევე ბიუჯეტის ფულით ლობისტური კომპანიების დაქირავებაზე საქმე აღძრა.

 

„პატონბოქსი“ ცნობილი ამერიკული ლობისტური კომპანიაა, რომელსაც საქართველოს მთავრობის გარდა ათობით სხვა კონტრაქტორი ჰყავს მათ შორის არის რამდენიმე გავლენიანი ამერიკული და ევროპილი კორპორაცია, თუმცა ოპოზიციის განსაკუთრებულ ყურადღებას „პატონბოქსის“ ორი დამკვეთი, „გაზპრომბანკი“ და „როსტეფი“ იქცევს.

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !