-
2014-10-26 15:53
ქუთაისის მერის,შოთა მურღულიას ნორვეგიაში მივლინებისთვის 403.70 ლარია განსაზღვრული–ამის შესახებ განცხადებას ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის მერი პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის და თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ნორვეგიის სამეფოში იმყოფება.
„ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნობიან ადგილობრივ და რეგიონალურ ხელმძღვანელებს შორის თანამშრომლობისა და დაგეგმვის პროცესებს, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას. ნორვეგიის სამეფოში მერის მივლინების ღირებულება 403,70 ლარს შეადგენს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.