
"ლაივპრესი" ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს 24 ოქტომბერს გვიან ღამით, კრიმინალური პოლიციისა და სპეცრაზმელების მიერ ფოთის ქუჩებში ჩატარებული რეიდი.
სამართალდამცველები ავტომანქანითა და ფეხით მოსიარულე მოქალაქეებს აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ. რეიდის შედეგად დაკავებული მოქალაქეები ფოთის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავდათ.