-
2014-10-25 17:40
დღეს, ტყიბულის ცენტრში, საზეიმოდ გაიხსნა ყოფილი რაიკომის პირველი მდივნის, კარლო მელენტის-ძე ლომაძის ბიუსტი.
ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. ადგილობრივი საკრებულო ბიუსტის დადგმის წინააღმდეგი იყო, თუმცა გამგებელმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და ბიუსტის დადგმა იმით ახსნა, რომ კარლო ლომაძეს რეგიონისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული.
"ტყიბულქალაქობის" ფარგლებში, ბიუსტის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამხარეო რწმუნებულის წარმომადგენელი დაესწრნენ. ბიუსტის შექმნა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ფონდიდან დაფინანსდა.
კარლო მელენტის-ძე ლომაძე საბჭოთა კავშირის დროს რაიკომის მდივანი იყო, ბიუსტი ტყიბულის ცენტრში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.