
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სტუდქალაქთან ახლოს ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა: მან დანა ყელში გამოისვა.
მომხდარი ფაქტის შესახებ "ფრონტნიუსი" იუწყება და ავრცელებს ინფორმაციას, რომ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ დაჭრილმა ახალგაზრდამ დახმარებისთვის გამვლელებს მიმართა, რომლებმაც სასწარფო დახმარება გამოიძახეს.
"ფრონტნიუსის" ინფორმაციით, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მივიდოდა, ახალგაზრდა ბიჭი მე-9 საავადმყოფოში თავისი ფეხით გადავიდა.