
ფოტოგრაფი გია აბდალაძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკითხეს. დაკითხვა პროკურატურაში გვიან ღამემდე გრძელდებოდა.
როგორც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ გია აბდალაძემ განაცხადა, შეკითხვები, ძირითადად, ციხეში არსებულ სიტუაციას უკავშირდებოდა. მისივე თქმით, საქმის მონაწილე ფოტოგრაფები მოითხოვენ, ამ საქმეს მოეხსნას გრიფი „საიდუმლო“ და დეტალები გასაჯაროვდეს, რადგან ბევრი დეტალი თვითონ მათაც არ იციან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის პრეს ფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე შსს-მ 2011 წლის ივლისში, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.