
მარტვილში მომხდარი ერთ–ერთი ფაქტის შესახებ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის რაიონული ორგანიზაცია წერს.
,,დაახლოებით 10 დღის წინ ბანძის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით სოფელ ონოღიაში მცხოვრები ბექა ქაჯაია და დავით კიკალიშვილი დააკავეს.
დაკავებიდან რამოდენიმე წუთში პოლიციის შენობაში მივიდა მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ (მათე) ქაჯაია, რომელიც ბექა ქაჯაიას მეზობელია და პოლიციელებს „სთხოვა“ მისი გაშვება, ვინაიდან ბექა „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო. პოლიციელებმა დააკმაყოფილეს მისი „თხოვნა“ და ნარკოლოგიურში მხოლოდ დავით კიკალიშვილი გადაიყვანეს, სადაც მას დაუდგინდა ნარკოტიკური ზემოქმედება და ის 500 ლარით დააჯარიმეს."–ამის შესახებ ,,ენმ"–ს რაიონული ორგანიზაცია წერს.