
როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, იგი უერთდება „პრაიმტაიმის“ მიერ ძალადობის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას - „შეწყვიტე!“.
„მინდა ყველა ქალბატონს ვუთხრა, იმისთვის, რომ მათ შეძლონ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა, მათ პრობლემას ყოველკვირეულად დავუთმობ პირდაპირ ეთერს.
ძალიან რთულია ამ თვალსაზრისით ვითარება რეგიონებში, ამიტომაც ვთვლი, რომ ყველა ასეთ ფაქტს მეტი გაშუქება უნდა ჰქონდეს, იმისათვის, რომ ვერავინ გაბედოს საკუთარ მეუღლეზე ძალადობა.
თემის აქტუალობის მიუხედავად, ტელე-იმედის ეთერი ამ ადამაინებს ყოველკვირეულად დაეთმობათ", - აცხადებს გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ „პრაიმტაიმმა“ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია „შეწყვიტე!“ დღეს დაიწყო.