გატაცებული იოსებ გიორხელიძე დუმილს არღვევეს

Image

გასულ კვირას სამართალდამცავების მიერ გახსნილი ხმაურიანი საქმის მონაწილე იოსებ გიორხელიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“გატაცების დეტალებზე ყვება.

 

 

- იმ დღეს გოთუას ქუჩაზე ჩემს საკუთარ სახლში ვიმყოფებოდი.

– იქ ვისთან ერთად ცხოვრობთ?

– მარტო...

– შეგიძლიათ, მოგვიყვეთ, რა მოხდა იმ დღეს, 10 ოქტომბერს...

– დილა იყო. ახალი გაღვიძებული ვიყავი კარზე ხმა რომ შემომესმა. მითხრა, რომ გაზის კომპანიიდან იყო. ამის შემდეგ 4 დღე ვყავდი დატყვევებული. მეხუთე დღეს გამათავისუფლეს. იქ არაფერი ისეთი არ მომხდარა. ძალადობა არ ყოფილა. ნორმალურად მეპყრობოდნენ...

– იქნებ უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ: სახლში რამდენი შემოვიდა, როგორ გამოიყურებოდნენ, როგორ გაგიყვანეს სახლიდან?

– თავიდან ერთი იყო, მერე შემოვიდა ორი.

– მეოთხე გამტაცებელი როდის გამოჩნდა?

– მეოთხე იმ სახლში იყო, სადაც 4 დღე ვიმყოფებოდი.

– თვალებახვეული წაგიყვანეს?

– დიახ.

– მეზობლებს ხმაური არ გაუგიათ. ეს როგორ მოხდა?

– ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ადრე იყო.

– როგორ გამოიყურებოდნენ გამტაცებლები?

– ფიზიკურად დაახლოებით ჩემი სიმაღლის იყვნენ, შეიძლება ოდნავ მაღლებიც. ასაკით, 40-45 წელს ზევით არ იქნებოდნენ.

– ჩანთაში ჩასვესო...

– მეც გამიკვირდა თავიდან ჩანთა რომ დავინახე.

– რამხელა ჩანთა იყო?

– საკმაოდ დიდი იყო, თავისუფლად ჩამსვეს შიგნით. მაგრამ სიმძიმეს ვერ გაუძლო და გაიხა.

– შემდეგ ვიცით, რომ მანქანაში ჩაგსვეს იარაღის მუქარით. რა მანქანა იყო?

– არც ეს ვიცი, თვალები უკვე ახვეული მქონდა, მანქანასთან რომ მივედით. ხელებიც შეკრული მქონდა. დაახლოებით ნახევარი საათი დაგვჭირდა ადგილზე მისასვლელად.

– ახლა უკვე ირკვევა, რომ ის სახლი, სადაც თქვენ იმყოფებოდით, არმაზში იყო... გზაში რამეს გეუბნებოდნენ?

– საბარგულში ჩამსვეს. მერე სახლში შემიყვანეს და იმის მერე, ბოლო დღემდე აღარ გამოვუყვანივარ.

– იმ ოთხი დღის განმავლობაში რა ხდებოდა იმ სახლში?

– მოქცევა არ იყო ცუდი.

– გკვებავდნენ ნორმალურად?

– ძეხვით, პურით, ყველით, ცხელი ჩაით...

– ვინმე ნაცნობი იყო, ვისაც იქ ხედავდით?

– არა, ჩემთვის ყველა უცნობი იყო.

– იმ ოთხი ადამიანის გარდა, იმ სახლში სხვა არ მოსულა?

– არავინ არ მინახავს სხვა.

– როგორ მოხდა თქვენი განთავისუფლება?

– როცა ფული მიიღეს, მე დამტოვეს კონკრეტულ ადგილას.

– რა ადგილი იყო?

– თვითონაც არ ვიცი, სად ვიყავი. ავტობანთან დამტოვეს.

– იქაც თვალებახვეული მიგიყვანეს?

– კი. როდესაც მანქანიდან გადმომიყვანეს და დამტოვეს, მერე ავიხსენი თვალები. მითხრეს, აქ დაელოდე შენიანებსო. მალე მამამ მომაკითხა და წამომიყვანა.

– შეგეშინდათ?

– რა თქმა უნდა, საშიში იყო... თუ შეიძლება, აქ შევწყვიტოთ. საუბარს ვეღარ განვაგრძობ...

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !