
შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ სტოკჰოლმის არქიპელაგთან წყალქვეშა ნავის აქტივობა შენიშნეს. ამის შესახებ "ტვიტერზე" კარლ ბილდტი წერს. ამას ადასტურებს ვიდეომასალა, სადაც თავდაცვის წარმომადგენელია გადაღებული.
რუსულ ფორუმებზე წერენ, რომ შვედეთის ტერიტორიულ წყლებთან რუსული ატომური წყალქვეშა ნავი "დიმიტრი დონელი" იძირება, პუტინი კი მის გადასარჩენად არაფერს აკეთებს, თუმცა, შვედეთში ჯერ ოფიციალურად ვერ აკონკრეტებენ, წყალქვეშა ნავი რუსეთისაა თუ არა.
შვედეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ-სტრატეგიული ნაწილის ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს:
"გვაქვს სამი მონაცემი და მასზე დაყრდნობით დავიწყეთ ამოუცნობი წყალქვეშა ობიექტის შესახებ მოკვლევა, თუმცა, დოკუმენტირებული და დასაბუთებული მტკიცება არ გაგვაჩნია. მსგავსი გამოცდილება წინაც გვქონია. სიგნალები ნაწილ-ნაწილ მოდიოდა, მაგრამ როცა უკვე გახშირდა, საგანგაშო რეჟიმზე გადავედით".